რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლავროვი: უკრაინის ომით რუსეთი უფრო გაძლიერდა – დასავლეთის 500-წლიანი ბატონობა სრულდება

REUTERS/Maxim Shemetov/Pool

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა Al Jazeera-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ წარსულში ჰიტლერისა და ნაპოლეონის დამარცხების შემდგომი პერიოდის მსგავსად, რუსეთი უკრაინაშიც კონფლიქტის გამო უფრო გაძლიერდა.

ლავროვის თქმით, დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს, რომელიც ე. წ. "გაუქმების კულტურაზეა" (Cancel Culture) დაფუძნებული. მისი აზრით, "მსოფლიოზე დასავლეთის 500-წლიანი ბატონობა სრულდება".

შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის ან სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებით კითხვას ლავროვმა უპასუხა, რომ "უკრაინელებზეა დამოკიდებული, მიხვდნენ, თუ რამდენად ღრმად არიან იმ ღრმულში, რომელშიც ისინი ამერიკელებმა ჩასვეს".

"ბატონ ზელენსკის უნდა დაურეკოთ, რადგან წელიწად-ნახევრის წინ მან ბრძანება გამოსცა, რომელიც პუტინთან მოლაპარაკებების გამართვას კრძალავს". - ამბობს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

კომენტარები