დაპირისპირება ენმ-ში

მტკნარი სიცრუე არ უნდა იკადრო - მელია წითლიძის განცხადებაზე

ნიკა მელია მტკნარ სიცრუეს უწოდებს ენმ-ს წევრის, ანა წითლიძეს განცხადებას, რომ მელიას სიტყვები იყო - ის ენმ-ში დარჩენას არ აპირებდა და ფერფლს დატოვებდა.

ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილმა თავმჯდომარემ ტელეკომპანია პირველის ეთერში ილაპარაკა.

"ქალბატონზე, რომელზეც თქვენ საუბრობთ, ბოლოს როდის მქონდა კომუნიკაცია არ მახსოვს და ამით ვარ კმაყოფილი, რომ წარსულს ვტოვებ წარსულში და პირველ რიგში მსგავს ადამიანსაც შეეხო, მაგრამ ბევრად ადრე. ეს არის მტკნარი სიცრუე და აქაც ვხედავ მორალის დეფიციტს და ღირებულებების დაცლაზე როცა ვსაუბრობ, არ შეიძლება იკადრო ყველაფერი, ოპოზიციაში როცა ხარ მტკნარი სიცრუე არ უნდა იკადრო, არც მტკნარი და არც ნახევრად სიმართლე უნდა თქვა". - თქვა მელიამ.

5 დეკემბერს, ანა წითლიძემ თქვა, რომ მას და ნიკა მელიას კონფლიქტი მოუვიდათ, რადგან მელის სიტყვები იყო, რომ "ის ამ პარტიაში დარჩენას არ აპირებდა და ენმ-ში ფერფლს დატოვებდა".

კომენტარები