რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა: ჩამოვაგდეთ ბომბდამშენი СУ-24M

ბომბდამშენი СУ-24М
At.com

5 დეკემბერს უკრაინელმა სამხედროებმა რუსული Су-24М ტიპის ტაქტიკური ბომბდამშენი ჩამოაგდეს.

"დიდი ხანია რუსული სუები არ ჩამოგვიგდია! ვასწორებთ ამ სიტუაციას! როგორც ჩანს კრეისერი მოსკვა სულ მალე ავიამზიდი გახდება. სიხარულით მოგახსენებთ, რომ კუნძულ ზმეინის რაიონში ჩამოვაგდეთ Су-24М ტიპის ტაქტიკური ბომბდამშენი, რომელიც ოდესის ოლქის სამხრეთზე იერიშის მიტანას გეგმავდა". – წერია საჰაერო ძალების მეთაურის, ნიკოლაი ოლეშუკის მოხსენებაში.

2023 წლის 5 დეკემბრის მონაცემებით რუსეთმა ომის დაწყებიდან 323 თვითმფრინავი და 324 ვერტმფრენი დაკარგა.

კომენტარები