The Voice

ნინი ბრეგვაძე ამერიკული THE VOICE-ის ნახევარფინალში გადავიდა

ნინი ბრეგვაძე
NBC

ქართველი მომღერალი ნინი ბრეგვაძე მუსიკალური კონკურსის The Voice ნახევარფინალში გადავიდა. ამერიკულ შოუში შემსრულებელი ფსევდონიმით Nini Iris მონაწილეობს.

ნახევარფინალის საგზურისთვის 12 მონაწილე იბრძოდა. შემდეგ ეტაპზე 8 მათგანი, მათ შორის ბრეგვაძე პირდაპირ გადავიდა, ხოლო მე-9 მონაწილე მაყურებელმა გამოავლინა.

წლევანდელი The Voice-ის მწვრთნელები არიან რება მაკენტაირი, გვენ სტეფანი, ნიალ ჰორანი და ჯონ ლეჯენდი. ბრეგვაძე One Direction-ის ყოფილი წევრის, ნიალ ჰორანის გუნდშია.

 

კომენტარები