პუტინის რუსეთი

რუსეთში ევროვიზიის გამარჯვებულ უკრაინელ მომღერალ ჯამალას დაუსწრებლად პატიმრობა მიესაჯა

ჯამალა

მოსკოვის სასამართლომ ევროვიზიის გამარჯვებულ უკრაინელ მომღერალ ჯამალას დაუსწრებლად პატიმრობა მიუსაჯა.

პროკურატურის განმარტებით მიზეზი რუსეთის არმიის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაა, რომელიც მომღერალმა სოციალურ ქსელში 2022 წლის 4 აპრილს დაწერა. საუბარია პოსტზე, რომელიც მომღერალმა ბუჩის შესახებ გამოაქვეყნა.

როგორც გამოცემა Zona წერს ჯამალა ძებნაში ოქტომბერში გამოაცხადეს, ამბავი მედიისთვის მხოლოდ ნოემბერში გახდა ცნობილი.

2016 წელს ჯამალა საერთაშორისო კონკურს ევროვიზიის გამარჯვებული გახდა. მომღერალმა სიმღერა სახელად 1944 შეასრულა, რომლის ტექსტი სტალინის მმართველობის პერიოდში ყირიმელი თათრების გადასახლებას აღწერს. 

2014 წლიდან, მომღერალი რუსეთს ღიად აკრიტიკებს. დაუდასტურებელი ინფორმაციით 2022 წელს ჯამალას რუსეთში შესვლა 50 წლით აეკრძალა.

კომენტარები