დიდი ბრიტანეთი

YouGov-ის გამოკითხვით, ბრიტანელების 57%-ს ევროკავშირის საერთო ბაზარზე დაბრუნება სურს

 REUTERS/Dado Ruvic/Illustration

29 ნოემბერს ბრიტანულმა საჯარო კვლევითმა ორგანიზაცია YouGov-მა ჩაატარა გამოკითხვა, რომლის თანახმადაც, გამოკითხულთა 57%-ს ევროკავშირის საერთო ბაზარში დაბრუნება სურს.

იმ რესპონდენტებს შორის, ვინც 2016 წელს ბრექსიტს მხარი დაუჭირა და ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს ოპოზუციურ ლეიბორისტულ პარტიას მისცემდა ხმას, გამოკითხულთა 53% ევროკავშირის საერთო ბაზარში დაბრუნების მომხრეა. ხოლო, იმ გამოკითხულებს შორის, ვინც 2016 წელს ასევე მხარი დაუჭირა ბრექსიტს და ახლა კონსერვატიული პარტიის მხარდამჭერია, მხოლოდ 29% ემხრობა ევროკავშირის ბაზარზე დაბრუნებას და 54% ამის წინააღმდეგია. 

კვლევის თანახმად, ბრიტანელებს ევროკავშირის საერთო ბაზარში დაბრუნება სურთ იმის მიუხედავად, რომ ეს ბრიტანეთში მუშახელის თავისუფალ მოძრაობას აღადგენს. მზარდი იმიგრაცია ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო, რატომაც 2016 წელს ბრიტანელების უმეტესობამ ბრექსიტს მხარი დაუჭირა. 

ბოლო გამოკითხვების შედეგები აჩვენებს, რომ ახლა დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი ბრექსიტს შეცდომად მიიჩნევს. წინა კვირას გამოქვეყნდა სტატისტიკა, რომელიც აჩვენებს, რომ წინა წელს ბრიტანეთში არალეგალური მიგრაცია რეკორდულად მაღალი იყო. 

კომენტარები