ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ილონ მასკი ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა

Amos Ben Gershom/GPO

27 ნოემბერს ილონ მასკი ისრაელში ჩავიდა და პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა. მასკი და ნეთანიაჰუ კიბუც კფარ აზას ესტუმრნენ, რომელიც ჰამასის ტერორისტებმა 7 ოქტომბერს დაარბიეს. 

მასკს კიბუცში ასევე შეხვდა ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენელი და ადგილობრივი საბჭოს წევრი, რომლებმაც ამერიკელ ბიზნესმენს უამბეს ადამიანების ისტორიები 7 ოქტომბრის თავდასხმის შესახებ. მასკი ასევე იმყოფებოდა კიბუც კფარ აზას უსაფრთხოების უფროსის ოფირ ლიბშტეინის სახლში, რომელიც თავისი კიბუცის დაცვისას ტერორისტებთან ბრძოლაში დაიღუპა.

ამას გარდა, ილონ მასკმა მოისმინა ოთხი წლის ამერიკელი-ებრაელი გოგონას ავიგაილ იდალის ისტორია, რომელსაც მშობლები თვალწინ დაუხოცეს. 

კომენტარები