ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

შეფერხება დასრულდა – 13 ისრაელელი მძევალი 39 პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ გათავისუფლდება

კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მაჯერ ალ-ანსარის თქმით, ჰამასის მიერ მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით შექმნილი დაბრკოლებები გადალახულია და ათობით მძევალი დღეს ღამით გათავისუფლდება

"ორივე მხრიდან პატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით შეფერხების შემდეგ, ორივე მხარესთან კატარისა და ეგვიპტის წარმომადგენელთა კომუნიკაციით, დაბრკოლებები გადაილახა. დღეს ღამით 39 პალესტინელი ქალი და ბავშვი 13 ისრაელელი მძევლის სანაცვლოდ გათავისუფლდება". - თქვა ალ-ანსარიმ.

კატარის საგარეო საქმეთა ცნობით, იმ მძევლებს შორის, რომელსაც ჰამასი დღეს გაათავისუფლებს, 8 ქალია, 5 კი ბავშვი.

მძევლების გათავისუფლების მეორე რაუნდის შესახებ განახლებული ცნობა ტერორისტულმა ორგანიზაცია ჰამასმაც დაადასტურა.

რამდენიმე საათის წინ, ისრაელმა ჰამასი ტყვეები გაცვლის გადადებაში დაადანაშაულა, ტერორისტული ორგანიზაცია კი აცხადებდა, რომ ამის მიზეზი ისრაელის მხრიდან დროებითი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ არსებული შეთანხმების პირობების დარღვევა გახდა.

კომენტარები