ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ჰამასი აცხადებს, რომ მძევლების გათავისუფლების მეორე რაუნდი შეფერხდა

ჰამასის სამხედრო ფრთის, კასამის ბრიგადის განცხადებით, მძევლების გათავისუფლების მეორე რაუნდი გადაიდო.

ტერორისტული ორგანიზაციის განმარტებით შეფერხებას ორი მიზეზი აქვს. პირველი ისრაელის მიერ მძევლების გათავისუფლების პროცესის გადადებაა, მეორე კი ისრაელის მიერ ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების სატვირთო მანქანების არ შეშვება.

ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენლებს ტერორისტული ორგანიზაციის გადაწყვეტილებაზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ, თუმცა, მანამდე, ისრაელი დროებითი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების პუნქტების დარღვევას უარყოფდა.

ისრაელსა და ჰამასს შორის მძევლების გაცვლის მეორე რაუნდი დღეს იგეგმებოდა. ტერორისტულ ორგანიზაციას დღეს 14 ისრაელის მოქალაქე უნდა გაეთავისუფლებინა, რის სანაცვლოდაც, ისრაელი 42 პალესტინელ პატიმარს გაათავისუფლებდა.

კომენტარები