შეზღუდვები გზებზე

თოვლის გამო გუდაური-კობის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, თოვლისა და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება დაშვებულია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

აღნიშნული საგზაო რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით იქნება შესაძლებელი.

კომენტარები