რუსეთი-სომხეთი

პესკოვი: ვიმედოვნებთ, რომ სომხეთი კვლავ ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირედ დარჩება

დმიტრი პესკოვი

კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, მოსკოვი იმედოვნებს, რომ ერევანი საგარეო ვექტორს არ შეიცვლის და კოლექტიური თავდაცვის ორგანიზაციის ფარგლებში კვლავ სტრატეგიულ მოკავშირედ დარჩება. ამის შესახებ პესკოვმა მინსკში, კოლექტიური თავდაცვის ორგანიზაციის (ОДКБ) შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

"მწუხარებას გამოვთქვამთ ამ საკითხთან დაკავშირებით. იმედი გვაქვს, რომ სომხეთი არ შეიცვლის საგარეო პოლიტიკის ვექტორს და დარჩება ჩვენს მოკავშირედ. მათთან საუბარს გავაგრძელებთ". - თქვა პესკოვმა.

მინსკში გამართულ კოლექტიური თავდაცვის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ლიდერთა სამიტს სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი პირველად არ დაესწრო.

გასულ კვირებში ფაშინიანმა სომხეთისა და რუსეთის უსაფრთხოების ალიანსს "არასაკმარისი" უწოდა და აღნიშნა, რომ ერევანი ახალ პარტნიორებს ეძებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი ოთხშაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ სომხეთის მხრიდან უსაფრთხოების საკითხში დასავლეთზე დაყრდნობა "წინდაუხედაობა" იქნება და ერევანი საგარეო პოლიტიკის "რადიკალური ცვლილების" გამო გააკრიტიკა.

კომენტარები