უკრაინის თავადცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა 22 ნოემბრის საღამოს რამშტაინის შეხვედრის დეტალებზე ილაპარაკა.
მან დაასახელა შეხვედრის 5 ძირითადი შედეგი, რომელზე საუბარი საჯაროდ არის შესაძელებელი:
- ჩამოყალიბდა საჰაერო თავდაცვის სისტემების ახალი კოალიცია, რომლის ლიდერები გერმანია და საფრანგეთი არიან. კოალიციაში 20 ქვეყანა შევიდა. ამ ზამთრის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ჩვენი ქალაქების საჰაერო სისტემებით მომარაგებაა;
- ნიდერლანდები უკრაინას 2 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარებას აღმოუჩენს;
- IT მიმართულების ლიდერი - ესტონეთი, ნახევარი მილიონი დოლარის ოდენობის თანხას გამოყოფს IT კოალიციის მოღვაწეობას მოხმარდება;
- დიდი ბრიტანეთი და ნორვეგია საზღვაო კოალიციის ფარგლებში იმუშავებს შავი ზღვაში უსაფრთხოების გაძლიერებაზე;
- ბრიუსელელ კოლეგებთან ერთად განვაგრძობთ თავსებადობის სამხედრო რუკაზე მუშაობას.
"უკრაინის არმია უნდა პასუხობდეს NATO-ს ყველა კრიტერიუმს. პარტნიორებთან სრული თავსებადობის მიზნით ცვლილებები აუცილებელია". – წერს თავდაცვის მინისტრი სოციალურ ქსელში.

![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)



