მარია ზახაროვა

ზახაროვა: ევრომაიდნის შემდეგ უკრაინა იქცა ღარიბ, მომაკვდავ ტერიტორიად

საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა

21 ნოემბერს ევრომაიდნის მოვლენების დაწყებიდან 10 წელი გადის. თარიღს გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა.

"10 წლის წინ კიევის ცენტრალურ მოედანზე დაიწყო ანტისამთავრობო გამოსვლები, რომლებიც საწყის და ამავდროულად უკუქცევის წერტილად იქცა იმ კატასტროფისა, რომელსაც დღეს უკრაინაში ვადევნებთ თვალს.[...]

დღეს შეგვიძლია დავსვათ კითხვა. რა მისცა უკრაინას ევრომაიდანმა? ახდა მისი "ევროპულ ოჯახში" ინტეგრაციის ოცნება? პასუხი ნათელია. სსრკ-ს თვითკმარი, ინდუსტრიულად განვითარებული და მრავალფეროვანი ყოფილი რესპუბლიკიდან გადაიქცა ღარიბ, მომაკვდავ ტერიტორიად. 

ქვეყანამ დაკარგა სახელმწიფო დამოუკიდებლობა და არის დასავლელი კოლონიზატორების კმაყოფაზე, რომლებიც მის საშინაო და საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავენ". – წერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე ზახაროვა.

კომენტარები