სტიქია დომინიკის რესპუბლიკაში

დომინიკის რესპუბლიკაში ძლიერი წვიმების შედეგად გამოწვეულ სტიქიას 21 ადამიანი ემსხვერპლა

EPA

დომინიკის რესპუბლიკაში ძლიერი წვიმების შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას, სულ მცირე, 21 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, 3 მცირეწლოვანი.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სტიქიის გამო საცხოვრებელი სახლების დატოვება ათასობით ადამიანს მოუწია.

ამავდროულად, გამოძიება დაწყებულია კოკისპირული წვიმის შედეგად ქვეყნის დედაქალაქში, სანტო დომინგოში გვირაბის კედლის ჩამოშლაზე, რასაც 9 ადამიანი ემსხვერპლა.

ხელისუფლების ცნობით, წყალდიდობის გამო დაიტბორა საცხოვრებელის სახლები, დაზიანდა ელექტროენერგიის გადამცემი კაბელები, ხიდები და გზები. მათივე თქმით, ევაკუირებულია 13 000-მდე ადამიანი.

დომინიკის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ლუის აბინადერის თქმით, ეს ქვეყნის ისტორიაში "ყველაზე მასშტაბური წვიმით გამოწვეული სტიქია იყო". კოკისპირული წვიმები დაახლოებით 48 საათის განმავლობაში გაგრძელდა.

კომენტარები