შეზღუდვები გზებზე

ხახმატი-შატილის, კორშა-ხახმატისა და ანდეზიტი-ღადოლარის გზებზე მოძრაობა შეზღუდულია

Facebook post/ საავტომობილო გზების დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, თოვლისა და ზვავსაშიშროების გამო ჟინვალი-ბარისახო-შატილისა და ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის საავტომობილო გზებზე მოძრაობა შეზღუდულია.

კერძოდ, ხახმატი-შატილის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. კორშა-ხახმატის გზაზე კი აკრძალულია ყველა სახის ავტოტრასპორტის მოძრაობა გარდა მაღალი გამავლობის, ანუ ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტისა. 

დიდთოვლობის გამო ანდეზიტი-ღადოლარის მონაკვეთზეც ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

კომენტარები