2023 წელს გარდაცვლილები

KOOL AND THE GANG-ის დამფუძნებელი წევრი, დრამერი ჯორჯ ბრაუნი გარდაიცვალა

ჯორჯ ბრაუნი
People Magazine

74 წლის ასაკში გარდაიცვალა ამერიკელი მუსიკოსი, ბენდ Kool and The Gang-ის დრამერი და დამფუძნებელი წევრი ჯორჯ ბრაუნი. სიკვდილის მიზეზი ფილტვების სიმსივნე გახდა.

ბრაუნი Kool and The Gang-ის უცვლელი წევრი იყო. 1998 წლამდე მუსიკოსი დრამზე უკრავდა, შემდეგ კი პერკუსიონისტის ადგილი დაიკავა. იყო თანაავტორი ისეთი ჰიტებისა, როგორებიც არის Ladies Night, Get Down on It, Fresh, Celebration, Too Hot, Jungle Boogie.

2020 წელს გარდაიცვალა ბენდის კიდევ ერთი დამფუძნებელი წევრი რონალდ ბელი. 2021 წელს გარდაიცვალა გიტარისტი დენი "Dee Tee" ტომასი.

Kool and The Gang 1964 წელს დაფუძნდა. ფანკ ბენდმა დეკადების განმავლობაში არაერთი საცეკვაო ჰიტი გამოუშვა, ჯგუფი დღემდე მართავს კონცერტებს. დღევანდელ ბენდში პირველი შემადგენლობიდან მხხოლოდ რობერტ "Kool" ბელია დარჩენილი.

კომენტარები