ქართული ოცნება

სარჯველაძე: იუსტიციის სამინისტრო რეფორმების მთავარი სამჭედლოა

ეს ის სამინისტროა [იუსტიციის], რომელთანაც ჩემი დამოკიდებულება განსაკუთრებულია. უპირველესად, მინდა, ჩემი პატივისცემა გამოვხატო თითოეული თქვენგანის მიმართ, მინისტრისა და ყველა მათგანის მიმართ, ვინც აქ ბრძანდებით. მინდა, იუსტიციის სამინისტროს ყველა თანამშრომლის წინაშე განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო. ეს არის ხალხი, რომელიც ჩვენი ქვეყნის უკეთეს და ევროპულ მომავალს რეალურად ქმნის. ეს არის რეფორმების მთავარი სამჭედლო. იუსტიციის სამინისტროს აქვს მისია, რომელსაც დღეს წარმატებით უძღვება. ეს სამინისტრო წარმატებულად ოპერირებს და ამავე ტემპში, ამავე წარმატებით საქმიანობას ვუსურვებ.

ასე მიმართა ქართული ოცნების დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს, რომელსაც პარლამენტში მინისტრის საათის ფარგლებში მოუსმინეს.

კომენტარები