რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

იელის უნივერსიტეტის კვლევით, უკრაინიდან ბელარუსში იძულებით 2400-ზე მეტი ბავშვი გადაიყვანეს

 GETTY IMAGES

იელის უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით, უკრაინიდან ბელარუსში იძულებით 2400-ზე მეტი ბავშვი გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვები 6-დან 17 წლამდე იყვნენ და ისინი ბელარუსში 13 სხვადასხვა ადგილას გადაანაწილეს. 

კვლევა იელის უნივერსიტეტმა და ჰუმანიტარული კვლევის ლაბორატორიამ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით ჩაატარეს. კვლევა რუსეთ-უკრაინის ომის დროს ბავშვების იძულებით გადაყვანაში ბელარუსის როლს იკვლევს. 

"ბელარუსის ჩართულობის ეს გამოაშკარავება არის ნაწილი იმ უფრო დიდი კამპანიისა, რომელსაც რუსეთი მართავს" - ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. 

2023 წლის მაისში უკრაინის პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ უკრაინა იწყებდა უკრაინიდან ბელარუსში გადაყვანილი ბავშვების საკითხის გამოძიებას. უკრაინული მხარის თქმით, ბელარუსში ომის დროს ოკუპირებული ტერიტორიებიდან 19 000 ბავშვი გადაიყვანეს. 

იელის კვლევის შესახებ ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარი არ გაუკეთებია. 

კომენტარები