გერმანია

გერმანიაში პოლიციამ ისლამისტურ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ 54 ადგილზე რეიდები ჩაატარა

გერმანიაში პოლიციამ შვიდ შტატში ჰამბურგის ისლამურ ცენტრთან (IZH) დაკავშირებულ 54 ადგილზე რეიდები ჩაატარა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის შინაგან საქმეთა სამინსტრო ავრცელებს.

სამინისტროს განცხადების მიხედვით, ორგანიზაცია ეჭვმიტანილია საკონსტიტუციო წესრიგის წინააღმდეგ მოქმედებასა და ჰეზბოლას მხარდაჭერაში.

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის, ნენსი ფეზერის თქმით, გერმანიის დაზვერვის სამსახური უკვე დიდი ხანია რაც აკვირდება IZH-ს და ის კატეგორიზებულია როგორც "ისლამისტური" ორგანიზაცია. 

"განსაკუთრებით ახლა, ოდესაც ბევრი ებრაელი თავს საფრთხეში გრძნობს, მნიშვნელოვანია განვაცხადოთ: ჩვენ არ ავიტანთ ისლამისტურ პროპაგანდას ან ანტისემიტურ და ანტიისრაელურ აგიტაციას". – ამბობს ფეზერი რეიდებთან დაკავშირებით.

გერმანიის დაზვერის მიხედვით, ირანთან დაკავშირებულ IZH-ს დიდი გავლენა აქვს და შესაძლოა აკონტროლებს კიდეც ქვეყანაში მოქმედ კონკრეტულ მეჩეთებსა და ასოციაციებს.

კომენტარები