ჩინეთი

ჩინეთში, ქვანახშირის კომპანიის ოფისში ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 25 ადამიანი დაიღუპა

REUTERS/Aly Song/File Photo

ჩინეთის ჩრდილოეთ შანქსის პროვინციაში ქვანახშირის კომპანიის ოფისში გაჩენილი ხანძრის შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა, ხოლო სულ მცირე 51 დაშავდა.

ქვანახშირის კომპანიის ოთხსართულიან ოფისში ხანძარი ადგილობრივი დროით 06:50 საათზე გაჩნდა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზის გასარკვევად ამ დრომდე მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები