IRI-ს კვლევა

IRI: მოსახლეობის 54% მიიჩნევს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილის აზრით, ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.

IRI-ის კვლევით, კითხვაზე, საერთო ჯამში როგორი მიმართულებით ვითარდება ქვეყანა, მოსახლეობის 54% მიიჩნევს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება, 39% ამბობს, რომ – ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო 7%-მა არ იცის, ან უარი განაცხადა პასუხზე.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევა 2023 წლის 14 სექტემბრიდან 14 ოქტობრამდე პერიოდში პირდაპირი გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. რესპონდენტები შემთხვევით პრინციპით შეირჩნენ – ჯამში, გამოიკითხა საქართველოს 1200 მოქალაქე. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2.5%-ია. 

კომენტარები