ამინდის პროგნოზი

როგორი ამინდი იქნება 16 ნოემბრამდე - გარემოს სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 13 ნოემბერს, საქართველოში შენარჩუნდება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 14 ნოემბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი. 15 ნოემბერს ისევ უნალექო ამინდი იქნება.

თბილისში უნალექო ამინდს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსია მოსალოდნელი.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 13 ნოემბერს შენარჩუნდება თბილი და უნალექო ამინდი, ხოლო 14 ნოემბერს იწვიმებს, ქარიც გაძლიერდება. 15 ნოემბერს ისევ უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსია მოსალოდნელი.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 13 ნოემბერს შენარჩუნდება თბილი და უნალექო ამინდი, ხოლო 14 ნოემბერს იწვიმებს. 15 ნოემბერს ისევ უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსია მოსალოდნელი.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 13 ნოემბერს შენარჩუნდება თბილი და უნალექო ამინდი,  14 ნოემბერს იწვიმებს,15 ნოემბერს კი ისევ უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურას დღისით +15, +17 გრადუსს ვარაუდობენ.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 13 ნოემბერს შენარჩუნდება თბილი და უნალექო ამინდი, 14 ნოემბერს იწვიმებს, ხოლო 15 ნოემბერს ისევ უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +11 გრადუსია მოსალოდნელი.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 13 ნოემბერს შენარჩუნდება შედარებით თბილი და უნალექო ამინდი, ხოლო 14 ნოემბერს დღისით ზოგან იწვიმებს, 15 ნოემბერს ისევ უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურას დღისით +20, +22 გრადუსს ვარაუდობენ.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 13 ნოემბერს შედარებით თბილი და უნალექო ამინდია, ხოლო 14 ნოემბერს დღისით ზოგან შესაძლოა იწვიმოს, 15 ნოემბერს ისევ უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსია მოსალოდნელი.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): დედოფლისწყარო,): 13 ნოემბერს შენარჩუნდება შედარებით თბილი და უნალექო ამინდი, 14 ნოემბერს დღისით ზოგან იწვიმებს, 15 ნოემბერს კი ისევ უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსია მოსალოდნელი.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 13 ნოემბერს იქნება შედარებით თბილი და უნალექო ამინდი, 14 ნოემბერს დღისით ზოგან იწვიმებს,15 ნოემბერს კი ისევ უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურას დღისით +8, +10 გრადუსს ვარაუდობენ.

კომენტარები