არჩევნები 2024

ღუდუშაური: ბარიერთან დაკავშირებით - ეს საკითხი არის დახურული

ბარიერთან დაკავშირებით - ეს საკითხი არის დახურული და არასოდეს არ ყოფილა ის, რომ დაბალი ბარიერის პირობებში შეკრებილი პარლამენტი, რაიმე სახით, მაგალითად, აჩვენებდა მაღალ ხარისხს სახელმწიფოს ან გნებავთ, ხალხის სასიკეთოდ.

2022 წელს ბატონი კობახიძის მიერ დასახელებული იქნა კონკრეტული გარემოებები, რომლის შედეგადაც შეიძლებოდა საუბარი, საუბრის დაწყება, მაგრამ ჩვენ რა ვნახეთ? - ჩვენ ვნახეთ ის, რომ არამცთუ დეპოლარიზაციისკენ გადადგეს ნაბიჯი რადიკალმა ჯგუფებმა, პირიქით, გააჩაღეს პოლარიზაცია.

[დაბალი საარჩევნო ბარიერი] ასე ვთქვათ, კიდევ უფრო მეტ რადიკალ და დესტრუქციულ ჯგუფებს მისცემს საშუალებას, რომ პარლამენტი გადააქციონ, ასე ვთქვათ, პოლიგონად ან გნებავთ, საცირკო წარმოდგენად. რასაც, ბუნებრივია, ჩვენ არ მივესალმებით, ვერ დავუშვებთ.

ქართული ოცნების დეპუტატის ალუდა ღუდუშაურის განცხადება საარჩევნო ბარიერის დაწევის საკითხთან დაკავშირებით.

ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის 2022 წლის განცხადებით, თუ საქართველო დეკემბერში ევროკავშირისგან კანდიდატის სტატუსს მიიღებს, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით და 2%-იანი ბარიერით ჩატარდება.

კომენტარები