საქართველო-საფრანგეთი

თუ უკრაინასთან ომში რუსეთი გაიმარჯვებს, იგი შესაძლოა საქართველოსაც დაემუქროს – მაკრონი

ემანუელ მაკრონი
AFP/Christophe Simon

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, უკრაინასთან ომში რუსეთის გამარჯვების შემთხვევაში, იგი, შესაძლოა, დაემუქროს ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს, მათ შორის, საქართველოსაც. ამის შესახებ მაკრონმა BBC-სთან ინტერვიუში ისაუბრა

"თუ რუსეთი უკრაინასთან ომში გაიმარჯვებს, ევროპაში იქნება ახალი იმპერიალისტური ძალა, რომელიც, შესაძლოა, დაემუქროს სხვა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს, როგორებიც არიან საქართველო და ყაზახეთი, ასევე მთელ კონტინენტს". - თქვა მაკრონმა. 

"ცხადია, იმპერიალიზმი და კოლონიალიზმია ის, რასაც რუსეთი უკრაინაში აკეთებს". - დაამატა საფრანგეთის პრეზიდენტმა. 

მაკრონის თქმით, მისი და ყველა ქვეყნის მოვალეობა უკრაინის მხარდაჭერაა. მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინისთვის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომის დრო ჯერ არ არის, თუმცა, მაკრონის განმარტებით, შესაძლოა რუსეთთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებისა და გამოსავლის პოვნის დრო მომავალში დადგეს. 

კომენტარები