ლევან დოთიაშვილი

დოთიაშვილი რუს მესაზღვრეზე: სროლით მოდიოდა ჩვენ უკან, გზაში იყო შეურაცხყოფაც, დარტყმაც

უნდა წავიდეთ-მეთქი და ჩვეულებრივად მივდივართ, რომ არაფერი არ უთქვია, და მერე ეტყობა რაციაში დაუძახა, რა მოხდა არ ვიცი, ჩვენ მანქანაში ვისხედით, შეიძლება დაგვიძახა, რომ არ წახვიდეთო, ყოველშემთხვევაში არ გაგვიგია, მოგვდევდა სროლა სროლით, ბევრი გაისროლა. მე თვითონ ვნახე ნატყვიარები, ზურგის ხერხემლის არეში ქონდა მოხვედრილი, ერთი თქვა დამჭრაო და მოგარტყა დიმიტრიჩ-მეთქი და ხოო. მერე გადავედი მე მანქანიდან გადმოვიყვანე, ამ დროს ამოვიდნენ დანარჩენი რუსი ჯარისკაცები და მე წამიყვანეს ტყის მიმართულებით. 

არ ვიცი ვინ ისროლა, დავინახე ვინ არის, მაგრამ ცნობით ვერ ამოვიცნობ, ფოტოები ნანახი მაქვს. დანარჩენი 7 ამოვიდა 5-6 წუთის მერე. სროლის შემდეგ. თამაზი რომ გადმოვიყვანე სასწრაფოში, რომ დავრეკე და ყველას გავაგებინე იმის მერე ის შვიდი მოვიდა და წამიყვანეს.  პირდაპირ სროლით მოდიოდა ჩვენ უკან ცეცხლსასროლი იარაღით და სათამაშოდ, რომ არ მოდიოდა, რა თქმა უნდა. გზაში კი იყო შეურაცხყოფაც, დარტყმაც, ერთი ადამიანი მირტყამდა, ყველა იყო იარაღით, ზოგი კონდახით, ზოგი ხელით, მაგას ნამდვილად ვეღარ ვიგებდი უკვე.

ამბობს ლევან დოთიაშვილი, თამაზ გინტურის მკვლელობის მოწმე და რუსული ოკუპაციის ტყვეობიდან გათავისუფლებული კირბალის მაცხოვრებელი. 6 ნოემბერს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ კირბალის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე, თამაზ გინტური მოკლეს, ხოლო ლევან დოთიაშვილი გაიტაცეს. ოკუპანტების მიერ გატაცებული ლევან დოთიაშვილი გუშინ, 9 ნოემბერს, გაათავისუფლეს

 

კომენტარები