ლევან დოთიაშვილი

ოკუპანტების მიერ გატაცებული ლევან დოთიაშვილი თავისუფალია

ოკუპანტების მიერ გატაცებული ლევან დოთიაშვილი თავისუფალია.

"ცუდად ვარ, ხვალ დაგელაპარაკებით". - უთხრა ჟურნალისტებს ლევან დოთიაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ირაკლი ანთაძის თქმით, ლევან დოთიაშვილს სახეზე აღენიშნება დაზიანება.

"რამდენიმე წუთის წინ, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გამდოვიყავნეთ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან დოთიაშვილი. არ გვქონდა შესაძლებლობა დეტალურად გვესაუბრა მასთან, თუმცა გიდასტურებთ, რომ მას სახის არეში აღენიშნება დაზიანება და როგორც მან განგვიმარტა, დაზიანება მიიღო უკანონო დაკავების დროს. უკანონო დაკავების დროს მას მიაყენეს დაზიანება სახის არეში". - ამბობს ანთაძე.

მისივე თქმით, ლევან დოთიაშვილი თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით მოწმის სტატუსით გამოიკითხება.

"რაც შეეხება მკვლელობის დეტალებს, მოგეხსენებათ ბატონი ლევანი გახლავთ ამ მკვლელობის თვითმხილველი, იგი იქნება გამოკითხული მოწმის სტატუსით. აღძრულია მვკლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე, შსს აწარმოებს გამოძიებას, ამ საკითხებზე განცხადებები მოგვიანებით გაკეთდება". - განცხადა ანთაძემ.

6 ნოემბერს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ კირბალის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე, თამაზ გინტური მოკლეს, ხოლო ლევან დოთიაშვილი გაიტაცეს.

კომენტარები