ლევან დოთიაშვილი

მარიონეტები ამბობენ, რომ გატაცებულ ლევან დოთიაშვილს ქართულ მხარეს დღეს გადმოსცემენ

ოკუპანტების მიერ გატაცებული ლევან დოთიაშვილი

ლევან დოთიაშვილს ქართულ მხარეს 9 ნოემბერს გადმოსცემენ. ინფორმაციას ე.წ. სამხრეთ ოსეთის, ე.წ. სუკის პრესსამსახური ავრცელებს.

"ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების ფარგლებში დავადგინეთ, რომ საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა გორის მუნიციპალიტეტის, სოფელ კირბალის მაცხოვრებელმა, 1990 წელს დაბადებულმა ლევან დოთიაშვილმა.

დოთიაშვილის თქმით მან და მისმა მეგობრებმა იცოდნენ სად გადიოდა სახელმწიფო საზღვარი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ადგილობრივი აქტივისტის, თამაზ გინტურის გავლენით საზღვარი მაინც გადმოკვეთეს". – წერია სუკის განცხადებაში.

სუკ ასევე წერს, რომ "გამოძება ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე დოთიაშვილს საქართველოში დააბრუნებს".

6 ნოემბერს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ კირბალის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე, თამაზ გინტური მოკლეს, ხოლო ლევან დოთიაშვილი გაიტაცეს.

კომენტარები