აშშ-ს საკვებისა და წამლის სააგენტომ (FDA) წონის კლების წამალი Zepbound დაამტკიცა. წამლის შემადგენელი აქტიური ნივთიერება ტირზეპატიდია, რომელსაც მანამდე Mounjaro დასახელებით, დიაბეტი 2 ტიპის სამკურნალოდ FDA-მ 2022 წლის მაისში მისცა ნებართვა.
ახალი წამლის დამტკიცებამდე ტირზეპატიდის შემცველ მედიკამენტს სავაჭრო დასახელებით Wegovy და Ozempic წონის კლების მიზნით ბევრი ადამიანი მოიხმარდა. ახლადდამტკიცებული წამალი Zepbound აშშ-ში წლის ბოლომდე გახდება ხელმისაწვდომი.
Wall Street-ის შეფასებით, წონის კლების მედიკამენტების ბაზარი 2030 წლისთვის 100 მილიარდამდე გაიზრდება, რასაც ხელს შეუწყობს უკვე არსებული მედიკამენტების წონის დასაკლებად გამოყენებისთვის FDA-ს მიერ გაცემული ნებართვა.
Forbes-ის სტატისტიკის მიხედვით მსოფლიოს ზრდასრული მოსახლეობის 650 მილიონი ადამიანი ჭარბწონიანია.