საქართველო-ევროკავშირი

ლაიენი საქართველოზე: გამოვყოფთ პოზიტიურ ნაბიჯებს, მიღებულია დეოლიგარქიზაციის გეგმა

კოლეგები სრულად უჭერენ მხარს საქართველოს მოსახლეობის სრული უმრავლესობის მისწრაფებას, რომ შეუერთდნენ ევროკავშირს. ეს მისწრაფებები მეტად უნდა აისახოს ხელისუფლების მოქმედებებში, რომელმაც მეტი უნდა იმუშაოს ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში მთავრობისგან დამატებითი პროგრესია საჭირო გასულ წელს გაცემული 12 რეკომენდაციის შესრულებაში.

კომისია ასევე გამოყოფს პოზიტიურ ნაბიჯებს, მაგალითად, ოპოზიციის ჩართვას საპარლამენტო საქმიანობაში, დეოლოგარქიზაციის გეგმა მიღებულ იქნა, პერსონალური მიდგომა აღმოიფხვრა, ანტიკორუფციული ბიურო დაფუძნდა. შესაბამისად, კომისია რეკომენდაციას უწევს, მიენიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი იმის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლება გადადგამს ნაბიჯებს მნიშვნელოვანი რეფორმებისკენ.

თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციის გაცემასთან დაკავშირებით 8 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები