რუსეთი

მოსკოვის სასამართლომ Pussy Riot-ის წევრის დაკავების ორდერი გასცა

მოსკოვის სასამართლომ ანტიპუტინისტური ჯგუფის, Pussy Riot-ის აქტივისტის, ლიუსია შტაინის დაკავების ორდერი გასცა. შტაინს ბრალად ედება რუსეთ-უკრაინის ომში, რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელება.

შტაინი ასევე დაამატეს საერთაშორისო ძებნილთა სიაში. ცნობილი ჯგუფის წევრმა ქვეყანა გასული წლის აპრილში დატოვა, მას შემდეგ, რაც მისი საცხოვრებელი ბინის კარებზე უცხო პირებმა ასო ლათინური ასო "Z"-ს ფორმის სტიკერი გააკრეს, სლოგანით - "კოლაბორაციონისტო. არ გაყიდო სამშობლო". 

მანამდე, მიმდინარე წლის ივნისში Pussy Riot-ის თანადამფუძნებელი, ნადეჟდა ტოლოკონიკოვა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ძებნილთა ბაზაში შეიყვანეს.

აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შექმნილი ბრალდებულთა ბაზაზე წვდომა თავდაპირველად სწორედ Pussy Riot-ის მიერ დაფუძნებულმა მედიამ Mediazona-მ მოიპოვა.

დამოუკიდებელი რუსული გამოცემის Meduza-ს ცნობით, რუსეთი ტოლოკოლნიკოვას "რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაში" ადანაშაულებს და აქტივისტის წინააღმდეგ გამოძიება Instagram-ზე გამოქვეყნებული ფოტოების გამო არის დაწყებული. 

 

კომენტარები