აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები 2024

NYT: საარჩევნო გამოკითხვებით ტრამპი 6-დან 5 გადამწყვეტ შტატში ბაიდენს უსწრებს

Doug Mills/The New York Times

ამერიკული გამოცემა New York Times-ის კვლევით, აშშ-ს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ექვსი ყველაზე მნიშვნელოვანი შტატიდან ხუთში, დონალდ ტრამპი პრეზიდენტ ჯო ბაიდენს გამოკითხვებში წინ უსწრებს.

შედეგების მიხედვით, ბაიდენი 4-10%-იანი მაჩვენებლით ჩამორჩება დონალდ ტრამპს, რომელიც დიდი ალბათობით არჩევნებზე მისი მოწინააღმდეგე იქნება. ერთადერთი შტატი, რომელშიც ბაიდენს უპირატესობა აქვს, უისკონსინია, სადაც იგი 2%-ით უსწრებს ტრამპს.

New York Times/Siena College-ის გამოკითხვა, რომელშიც 3,662-მა დარეგისტრირებულმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა,

გამოკითხვის შედეგებს ყოფილი პრეზიდენტის ბარაკ ობამას უფროსი მრჩეველი დეივიდ აქსელროდი X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) გამოეხმაურა. მან ბაიდენს ურჩია, 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს.

კომენტარები