კანდიდატის სტატუსი

მანჯგალაძე: საქართველოსთვის სტატუსის მინიჭება ქართული ოცნებისთვის სილა იქნება

კანდიდატის სტატუსის მინიჭება იქნება ის, რომ პრორუსულმა ძალებმა მიზანს ვერ მიაღწიეს [...] ქვეყნის დამსახურებით ქვეყანა მიიღებს კანდიდატის სტატუსს. ეს იქნება სილა ქართული ოცნებისთვის, რადგან მათ უნდოდათ, რომ საქართველო სტატუსის გარეშე დარჩენილიყო და მერე ეთქვათ - რა ვქნათ, მეგობრებო, დასავლეთმა ზურგი შეგვაქცია და რუსეთის გარდა ჩვენი მამა-მარჩენალი და პატრონი არავინ არისო. ქართული ოცნების ეს რიტორიკა და სტრატეგია ჩაიფუშება, როცა ქვეყანა სტატუსს მიიღებს.

თქვა სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ.

კომენტარები