რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინამ ყირიმში, რუსეთის გემთსაშენზე საჰაერო იერიში მიიტანა

რუსული მედიის მიხედვით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ქალაქ ქერჩში, რუსეთის გემთსაშენზე საჰაერო იერიშის მიტანას. 

რუსეთის ინფორმაციით, უკრაინულმა ძალებმა 15 ფრთოსანი რაკეტა გაისროლეს, რის შედეგადაც ერთი გემი დაზიანდა.

აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალებიც ადასტურებს.

"4 ივნისის საღამოს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა წარმატებით მიიტანეს იერიში "ზალივის" ქარხნის საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურაზე დროებით ოკუპირებულ ქალაქ ქერჩში". – წერია უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატკომის დეპარტამენტის განცხადებაში.

4 ივნისს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ ფრონტის ხაზზე ვითარება ჩიხში არ შესულა და უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებებს და დათმობაზე წასვლას არ აპირებს.

მისივე თქმით, კიევი ცაში რუსების უპირატესობას მას შემდეგ დაძლევს, რაც უკრაინელი პილოტები F-16-ებზე წვრთნებს დაასრულებენ.

ზელენსკის ეს განცხადება პასუხია ვალერი ზალუჟნის ინტერვიუზე, რომელიც The Economist-ში გამოქვეყნდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა გამოცემას უთხრა, რომ, მისი აზრით, რუსეთ-უკრაინის ომი ჩიხში შევიდა, ხოლო უკრაინული კონტრშეტევა შესაძლოა პოზიციურ ომად შეიცვალოს და წლები გაგრძელდეს.

კომენტარები