ალტ-ინფო

მორგოშია: 8-ში დაძაბულობა თუ იქნება, ჩვენ მობილიზება დაწყებული გვაქვს

8-ში არის, ასე ვთქვათ, ევროსაბჭო დადებს შუალედურ დასკვნას. თუ რაიმე დაძაბულობა იქნება, ჩვენ მობილიზება უკვე დაწყებული გვაქვს... თუ ანტიმაიდანი შედგება და სამწუხაროდ, საქართველოს სტრუქტურები ვერ გაუმკლავდებიან, ანტიმაიდანის ორგანიზაცია მოახდენს ხალხის იმხელა მასის მობილიზაციას, რომელიც მაიდანს გააჩერებს უპრობლემოდ.

შევქმნათ სამხედრო საბჭო, უკვე მოლაპარაკებულები ვართ სამხედრო ექსპერტებთან და ძალოვნებთან... ჩვენ გთავაზობთ, თუ როგორ უნდა დავდგეთ ქვეყნის სადარაჯოზე.

ამბობს პუტინისტური მოძრაობა ალტ-ინფოს ერთ-ერთი ლიდერი, კონსტანტინე მორგოშია.

კომენტარები