რეკლამა

(რ) პაშა ბანკის აღმასრულებელ დირექტორად რამილ იმამოვი დაინიშნა

სს პაშა ბანკ საქართველოს სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, 2023 წლის ოქტომბრიდან დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ და აღმასრულებელ დირექტორად რამილ იმამოვი დაინიშნა.

რამილ იმამოვმა დაამთავრა აზერბაიჯანის სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტი, ბაკალავრის და მაგისტრატურის ხარისხით, ეკონომიკური რეგულირების მიმართულებით

მისი კარიერა დაიწყო Bank of Baku OJSC-ში, მიკრო ფინანსებისა და იპოთეკის განყოფილების სპეციალისტის თანამდებობაზე, შემდეგ კი Bank Respublika OJSC-ის ფილიალის მენეჯერად დაინიშნა, სადაც მართავდა გაყიდვებსა და უზრუნველყოფდა მომსახურების ხარისხს.

2010 წელს რამილ იმამოვი შეუერთდა Kapital Bank OJSC-ში ფილიალების ქსელის მართვის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე. ის 2018 წელს გახდა საცალო გაყიდვების მთავარი ოფიცერი Kapital Bank OJSC-ში. იმამოვი წარმატებით მართავდა მრავალ დეპარტამენტს და ხელმძღვანელობდა გაყიდვების სტრატეგიებს. ის 2023 წლის ოქტომბრიდან დაინიშნა სს პაშა ბანკი საქართველოს აღმასრულებელ დირექტორად.

პაშა ბანკი არის პაშა ჯგუფის ნაწილი, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს აზერბაიჯანის წამყვან საინვესტიციო ჰოლდინგს და ფლობს აქტივებს ისეთ სფეროებში, როგორიც არის დაზღვევა, კორპორაციული და საცალო საბანკო საქმიანობა, ქონების მართვა, მშენებლობა და ტურიზმი.

პაშა ბანკმა საქართველოში ფუნქციონირება 2013 წლის თებერვალში დაწყო.

კომენტარები