მეფე ჩარლზ III

ჩარლზ III-მ ბრიტანეთის მიერ კენიაში წარსულში ჩადენილი ქმედებების გამო მწუხარება გამოხატა

GETTY IMAGES

გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ III-მ კენიაში ვიზიტის დროს, ბრიტანული კოლონიალური მმართველობისას, კენიელების მიმართ ჩადენილი ქმედებებისთვის "მწუხარება და სინანული" გამოხატა.

"წარსულში ჩადენილი არასწორი ქმედებები დიდი მწუხარებასა და სინანულს იწვევს. კენიელების წინააღმდეგ დამოუკიდებლობისთვისა და სუვერენიტეტისთვის ბრძოლის პერიოდში, ჩადენილი სასტიკი ქმედებები გაუმართლებელია" – თქვა ჩარლზ III-მ კენიაში სიტყვით გამოსვლისას.

დიდი ბრიტანეთის ყოფილი კოლონიური სახელმწიფოების მოქალაქეები მათ შორის, კენიაში მცხოვრები ნანდის ხალხი ბრიტანეთის მეფისგან პირდაპირ ბოდიშსა და რეპარაციას მოითხოვენ. 

კენიის ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის (KHRC) შეფასებით, 1952-1960 წლებში მაუ-მაუს აჯანყებას 90 ათასი კენიელი ემსხვერპლა ან დასახიჩრდა, 160 ათასი კი დააკავეს. 

ბრიტანეთნმა წარსულშიც გამოხატა სინანული კოლონიური მმართველობის პერიოდში ჩადენილი ქმედებების გამო და 2013 წელს 20 მილიონი ფუნტ სტერლინგის გადახდას დათანხმდა. 

კენიის პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში ბრიტანეთის მონარქი გამბედაობისთვის შეაქო, რომ "ნათელი მოეფინა საერთო ისტორიაში არსებული უხერხული სიმართლისთვის". 

დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III კენიას ოთხდღიანი ვიზიტით 31 ოქტომბერს ეწვია.

კომენტარები