ახალი კვლევის თანახმად უკრაინაში 2022 წლის მაისიდან 2023 წლის ოქტომბრამდე ცენტრალური ხელისუფლებისადმი ნდობის რეიტინგი მნიშვნელოვნად შემცირდა.
მიმდინარე წლის სექტემბერ-ოქტომბერში ჩატარებული კვლევის შედეგებს კიევის საერთაშორისო სოციოლოგიის ინსტიტუტი აქვეყნებს.
91%-დან 76%-დე შემცირდა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისადმი ნდობა. უკრაინის მთავრობისადმი ნდობა 74%-დან 39%-დე დაეცა, ასევე 58%-დან 21%-დე შემცირდა რადისადმი ნდობა.
"კვლევა ნათლად გვაჩვენებს, რომ მოქალაქეების კრიტიკულად არიან განწყობილები საკანონმდებლო ორგანოსა და მთავრობის მიმართ, ხოლო კლების მუხედავად, ადამიანები კვლავ ენდობიან პრეზიდენტის ინსტიტუტს". – წერია ინსტიტუტის კვლევაში.
ცოტა ხნით ადრე გამოქვეყნებული კვლევების თანახმად უკრაინელები სამხედროებისადმი ნდობას კვლავ ინარჩუნებენ – გამოკითხულთა 94% ენდობა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, შარშან ეს მონაცემი 98%-ს შეადგენდა.