არავის არ აქვს უფლება, ქალს, ჩემს თანამებრძოლს ასე უღირსად ელაპარაკოს
ღუდუშაური, მისი კოლეგების მსგავსად, გასცდა ყველანაირ ზღვარს და ნორმას. რომელი ქალი უნდა დაიცვას სახელმწიფომ აგრესიისგან და ძალადობისგან? როცა მოძალადეები უმრავლესობის რიგებში ჰყავთ.
მზად ვარ, ფიზიკურადაც დავუპირისპირდე ასეთ ნაძირლებს
ქალის პატივისცემა ქართველი კაცის ღირსება იყო, ამათ არანაირი კავშირი არ აქვთ არც კაცობასთან, არც ღირსებასთან
არავის არ გაპატიებთ ჩემი თანაპარტიელის თუ თანამებრძოლის შეურაცხყოფას.
ჩემი დიდი პატივისცემა ანა წითლიძეს და სხვა ქალებს, რომლებიც ყოველდღიურად იგერიებენ ოცნების კაცუნებისგან აგრესიას და შეურაცხყოფას.