საქართველოს პარლამენტი

ბერაია აქუბარდიაზე: გრძელი, ყველგან ნამყოფი ენით ჩემი კომიტეტის ხსენებისგან თავი შეიკავოს

მე გეტყვით, ასევე რეალურ მიზეზს. არ მინდოდა ამის თქმა, აქ არ არის ან სახელმწიფო ინტერესებზე ფიქრი, ან ოკუპაციაზე წუხილი. რეალური მიზეზი, რის გამოც ქალბატონი აქუბარდია ყოველთვის მოიხსენიებს, ბოლო ერთი წელია, ჩვენს კომიტეტს და მეც არცთუ ისე, რა თქმა უნდა, სახარბიელოდ, მე არ მინდა ის სიტყვები ვთქვა, ერთადერთი მიზეზი არის ის, რომ მას არ ეძლევა სხვადასხვა პლატფორმების დეზინფორმაციისთვის გამოყენების საშუალება, მისნაირებთან და ვიღაც-ვიღაცებთან სელფების გადაღებისა და გაფეისბუქების საშუალება, აეროპორტის ლაუნჯებში შესვლის, იქ გასკდომისა და გამოთრობის საშუალება და გაშხლართვის. ვინც მას იცნობს, ძალიან კარგად მიხვდება, მე რაზე ვსაუბრობ. და შესაბამისად, მოვუწოდებ ამ ადამიანს, მისი გრძელი და ყველგან ნამყოფი ენით, ჩემი და ჩემი კომიტეტის სახელის ხსენებისგან თავი შეიკავოს.

თქვა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ ოპოზიციონერ დეპუტატზე, თეონა აქუბარდიაზე. 

კომენტარები