საქართველოს პარლამენტი

პატარა კაცობაც აღარ ჰქვია, რაც იკადრა – თეონა აქუბარდიამ ირაკლი ბერაიას უპასუხა

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, თეონა აქუბარდია ქართული ოცნების დეპუტატს, ირაკლი ბერაიას პასუხობს და წერს, რომ რაც მან იკადრა "პატარა კაცობაც აღარ ჰქვია".

"ის რაც ოცნების კაცუნამ ირაკლი ბერაიამ იკადრა ჩემს წინააღმდეგ, პატარა კაცობაც აღარ ჰქვია. სუსის მეთოდები არ გამაჩუმებს, მაშინ როცა მათი მთავრობის წევრი პუტინთან ერთად სადილობს და დარბაზში მის გამოსვლას ესწრება, მაშინ როცა პარლამენტის თავმჯდომარე დასავლეთის წინააღმდეგ დეზინფორმაციის ფლაგმანი ხდება და მაშინ, როცა რუსული ოკუპაცია ოცნებას წინა ხელისუფლების მემკვიდრეობა ჰგონია და პასუხისმგებლობას ამით იცილებს თავიდან.

ამას ალბათ გაგრძელებაც მოყვება, მაგრამ სუსს და ოცნებას ვეტყვი, რომ მათი არ მეშინია და ვერ გამაჩუმებენ!". - წერს აქუბარდია.

31 ოქტომბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ირაკლი ბერაიამ თეონა აქუბარდიას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და თქვა, რომ მან "გრძელი და ყველგან ნამყოფი ენით" თავი უნდა შეიკავოს ბერაიასა და მისი კომიტეტის ხსენებისგან.

ქართული ოცნების დეპუტატის კომენტარს გამოუხმაურა პარტია გირჩის დეპუტატი, იაგო ხვიჩია და დაწერა, რომ ოცნების "ლიდერშიფში" ყოფნის შემთხვევაში "ირაკლი ბერაიას ენას ამოაძრობდა".

კომენტარები