ენმ

ხაბეიშვილი: ვემუქრები პაპუაშვილს, როგორც ის მიშლის საქმიანობაში ხელს, მეც ვეცდები

კანონის ენა მას არ ესმის. არ გვაძლევს შესაძლებლობას უკვე რამდენიმე თვეა, პრეზიდენტ სააკაშვილთან შევიდეთ, ჩვენი კანონიერი უფლება გამოვიყენოთ, როგორც პარლამენტის წევრების.

ვემუქრები პაპუაშვილს, კი, ვემუქრები. მოუწევს არასაქმიან გარემოში ყოფნა, იმიტომ რომ, როგორც ის მიშლის საქმიანობაში ხელს, აუცილებლად, მეც ვეცდები კანონის შესაბამისად, რაც მაქვს მონიჭებული, ისე გავაპროტესტო და ხელი შევუშალო მას.

წარმოუდგენელია, ხელს გვიშლიდეს პარლამენტარებს ტყვეობაში მყოფი პრეზიდენტის ნახვაში. იმიტომ, რომ ამის უფლება გვაქვს. როგორც უნდა ისე აღიქვას პაპუაშვილმა. კიდევ რამდენიმე დღე ექნება და მათ შორის, ოფიციალურად მივწერთ. თუ კიდევ ასე გააგრძელებს, მაშინ მოგვიწევს, “მუქარის” შესრულება.

ამბობს ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი შალვა პაპუაშვილზე. პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატების მოთხოვნაზე, რომ მიეცეთ მიხეილ სააკაშვილის მონახულების უფლება, თქვა - "სისხლის სამართლის დამნაშავეზე საუბრობთ, რომელ პოლიტიკაში ჩართულობაზეა საერთოდ საუბარი, კიდევ შესვლას და პოლიტიკურ პაემნებს ითხოვთ. არ ვიცი, ხომ არის აბსურდი, რომ დამნაშავე გინდათ, იყოს პოლიტიკაში".

კომენტარები