რა პოლიტიკაზე საუბრობთ, საერთოდ ვერ გამიგია, აბსურდის თეატრია. ადამიანი, რომელიც ამ ქვეყნის მოქალაქე არ არის, რომელიც დღემდე არის უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, რა პოლიტიკაზე საუბრობთ?! სირცხვილი იცით, რა არის? საერთოდ როგორ საუბრობთ ამაზე? სისხლის სამართლის დამნაშავეზე საუბრობთ, რომელ პოლიტიკაში ჩართულობაზეა საერთოდ საუბარი, კიდევ შესვლას და პოლიტიკურ პაემნებს ითხოვთ. არ ვიცი, ხომ არის აბსურდი, რომ დამნაშავე გინდათ, იყოს პოლიტიკაში.
საქართველოს პარლამენტი
პაპუაშვილი სააკაშვილზე: დამნაშავეზე საუბრობთ, რა პოლიტიკაში ჩართულობაზეა საერთოდ საუბარი
tbl.ge/6ktz
დაკოპირდა

ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გირჩის დეპუტატს, იაგო ხვიჩიას, რომელმაც თქვა, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დეპუტატების შესვლის უფლების შეზღუდვით ირღვევა როგორც პატიმრის, ისე პარლამენტის წევრების უფლებები, რადგან "არ გვეძლევა საშუალება პოლიტიკურ წელს შევხდეთ მიხეილ სააკაშვილს და რამე გავიგოთ, რა უნდა ნაცმოძრაობას".
ამავე თემაზე
- საპარლამენტო დელეგაცია პაპ ლეო XIV-ს და კარდინალ პიეტრო პაროლინის შეხვდა - პრესსამსახური
- კობახიძის მოსმენაზე, 26 ნოემბერს, პარლამენტში ვიზიტორებს და ონლაინმედიას არ შეუშვებენ
- კობახიძის მოხსენების გამო, 27 ივნისს პარლამენტში ვიზიტორებს და ონლაინმედიას არ შეუშვებენ
- სხდომაზე პაპუაშვილი მოხსენებით წარსდგება, ონლაინ მედიას პარლამენტში ისევ არ შეუშვებენ
- პაპუაშვილი, მახაშვილი და სამხარაძე უნგრეთში ვიზიტით გაემგზავრნენ




