საქართველოს პარლამენტი

ზარქუა ხაბეიშვილზე: ჩემი ხაბე ცოტა ემოციურია, უყვარს ხოლმე სიტყვებით თამაში

ჩემი ხაბე ცოტა ემოციურია, უყვარს ხოლმე სიტყვებით რაღაც თამაში, სინამდვილეში, არაფრის ერთი ადგილი არ აქვს. 

ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი ზარქუა ენმ-ის თავმჯდომარის განცხადებაზე.  

ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილთან რამდენიმე თვეა, არ უშვებს, რითაც საქმიანობაში ხელს უშლის. ამის გამო, ხაბეიშვილის თქმით, "ვემუქრები პაპუაშვილს, კი, ვემუქრები. მოუწევს არასაქმიან გარემოში ყოფნა, იმიტომ რომ, როგორც ის მიშლის საქმიანობაში ხელს, აუცილებლად, მეც ვეცდები კანონის შესაბამისად, რაც მაქვს მონიჭებული, ისე გავაპროტესტო და ხელი შევუშალო მას".

კომენტარები