თბილისი

ნოემბრის ბოლომდე რიყეზე ღამით მოძრაობა შეიზღუდება

პირველი რადიო

მეტეხის გვირაბში სარეაბილიტაციო სამუშაოების დრო გახანგრძლივდა, რის გამოც 31 ოქტომბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, 00:00-დან 06:00 საათამდე რიყეზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, მოძრაობა მშვიდობის ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან, კერძოდ, მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდის კვეთიდან მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და იალბუზის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში შეიზღუდება.

მტკვრის მარცხენა სანაპიროდან, ანუ რიყეზე გამავალი გვირაბიდან, იალბუზის ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას მხოლოდ ევროპის მოედნის მიმართულებით შეძლებენ.

კომენტარები