ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

ჰამასის ლიდერის თქმით, ისინი ღაზაში ისრაელის შესვლისთვის მზად არიან

ისრაელის თავდაცვის ძალების ტანკები სამხრეთ ისრალში ღაზის სექტორის საზღვრისკენ გადაადგილდებიან, 2023 წლის 13 ოქტომბერი
AP Photo/Ariel Schalit

ჰამასის ლიდერის თქმით, ისინი მზად არიან ღაზაში ისრაელის შესვლისთვის.

„თუ ნეთანიაჰუ გადაწყვეტს ღაზაში შესვლას ამაღამ, წინააღმდეგობის გაწევისთვის მზად ვართ“, - წერს ეზატ ალ-რიშაკი, ჰამასის პოლიტიკური ბიუროს უფროსი წევრი, Telegram-ზე. მისივე თქმით, ისრაელელი ჯარისკაცების ნეშთებს, ღაზას მიწა შთანთქავს.

აქამდე, კი ჰამასის ლიდერებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ  "ძალადობრივი შეტაკებები" მიმდინარეობს ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ ბეიტ ჰანუნთან და ცენტრალურ ნაწილში ლტოლვილთა ბანაკ ბურეიჯთან. 

ამას გარდა, ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს Fox News-ის კორესპონდენტი ტრეი ინგსტი, რომელიც იუწყება, რომ  ღაზის საზღვრის მახლობლად ტყვიამფრქვევის სროლის ხმა ისმის.

ოფიციალური ისრაელი კი ამბობს, რომ საჰაერო იერიშებისა და სახმელეთო ძალების აქტიურობას გააფართოებენ.


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

კომენტარები