აშშ-ჩინეთი

აშშ იმეორებს, რომ 1951 წლის შეთანხმების ფარგლებში ფილიპინებს ჩინეთის ქმედებებისგან დაიცავს

22 ოქტომბრის ინციდენტის სურათი
Armed Forces of the Philippines via AP

23 ოქტომბერს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ ფილიპინებში სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ აშშ ჩინეთიდან წამოსული პოტენციური საფრთხეებისგან ფილიპინებს დაიცავს.

აშშ-მ და ფილიპინებმა 1951 წლის 30 აგვისტოს ორმხრივი თავდაცვის ხელშეკრულება გააფორმეს, რის მიხედვითაც, თუკი რომელიმე სხვა სახელმწიფო ერთ-ერთ მათგანს თავს დაესხმება, ორივე მხარე ვალდებულია ერთმანეთს თავდაცვაში დაეხმარონ.

"ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სანაპირო დაცვისა და საზღვაო ჯარის სახიფათო და უკანონო ქმედებების ფონზე, აშშ ფილიპინელი მოკავშირეების გვერდით დგას", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

გუშინ ფილიპინებმა ჩინეთის სანაპირო დაცვა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ფილიპინურ ხომალდთან მიზანმიმართულად შეჯახებაში დაადანაშაულა. ფილიპინური ხომალდი სპრატლის კუნძულებისკენ მარაგის შევსების მიზნით მიემართებოდა.

კომენტარები