საქართველო-რუსეთი

ლავროვის აზრით, 3+3 ფორმატში საქართველო, შესაძლოა, მალე ჩაერთოს

სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი თვლის, რომ ახლო მომავალში 3+3 ფორმატს შეიძლება საქართველოც შეუერთდეს. ის ამას თბილისის ხელისუფლების "ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული" პოლიტიკით ხსნის.

"თბილისის ამჟამინდელი ხელისუფლება, როგორც აქამდეც მრავალჯერ დაამტკიცეს, საკუთარ ყველა ქმედებაში პირველ რიგში გამომდინარეობს ძირეული ეროვნული ინტერესებიდან. ეს მაძლევს საფუძველს ვივარაუდო, რომ 3+3-ის სრულფასოვანი ფორმატი, შესაძლოა, ახლო მომავალში ამოქმედდეს". – თქვა ლავროვმა.

3+3-ის ფორმატის მორიგი შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის ირანში გაიმართა. როგორც ლავროვმა აღნიშნა, შეხვედრის ფარგლებში ყველა მონაწილე მხარემ თქვა, რომ პლატფორმაში მონაწილეობისთვის საქართველოს კარი ღია რჩება.

"გვესმის მიზეზი, რომლის გამოც საქართველოს ხელისუფლება ჯერჯერობით თავს იკავებს ამ ექვსეულთან შემოერთებისგან და ვაფასებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება ამის გაკეთების შესაძლებლობას ეფუძნება". – თქვა ლავროვმა.

3+3 ფორმატის მომდევნო შეხვედრა 2024 წელს, თურქეთში გაიმართება.

2020 წლის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა წამოაყენა ექვსი ერის პლატფორმის, იგივე ე.წ. 3+3 ფორმატის შექმნის იდეა. ეს გულისხმობს თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოს, რუსეთისა და ირანის კოოპერაციას რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის დასამყარებლად. 

3+3 ფორმატის პირველი შეხვედრა 2021 წლის 10 დეკემბერს მოსკოვში გაიმართა და მას ქართული მხარე არ დასწრებია. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრას თბილისის დელეგაცია არ დაესწრო, მხარეების სხდომის ოთახში აღმართული იყო საქართველოს დროშაც, რაც დაგმო საქართველოს საგარეო უწყებამ.

კომენტარები