რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, შავი ზღვის ფლოტზე თავდასხმის მცდელობა აღკვეთეს

უკრაინული იპილოტო კატერი

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ 24 ოქტომბერს, მოსკოვის დროით 4 საათზე შავი ზღვის ჩრდილოეთით დააფიქსირეს უკრაინის სამი უპილოტო კატერი. როგორც ამბობენ, საზღვაო დრონები გაანადგურეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებამდე, ოკუპირებული სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორი, მიხაილ რაზვოჟაევი წერდა, რომ აფეთქებების ხმები, რაც რეგიონში ისმოდა, შესაძლოა წყალქვეშა თავდასხმის მოგერიების მიერ იყო გამოწვეული.

უკრაინის შეიარაღებულ ძალებს რუსეთის შავი ზღვის ფლოტზე საკუთარი წარმოების უპილოტო კატერებით იერიშები პერიოდულად მიაქვს.

კომენტარები