სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი

ხვიჩია: ოცნებას უნდა ხალხი დაარწმუნოს, რომ ზურაბიშვილი სხვაა და თავად სხვები არიან

წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ დავწერეთ ისეთი კონსტიტუცია, რომელიც შეიძლება შემთხვევით შემოგერღვეს, რომც არ გინდოდეს, იმიტომ რომ სადღაც შეიძლება ვიღაცას დაურეკო, მოიკითხო, ჩახვიდე და უცბად აღმოჩნდეს, რომ კონსტიტუცია დაარღვიე. მე კონსტიტუციას ეგრე არ ვკითხულობ, როგორც წაიკითხა საკონსტიტუციო სასამართლომ. ჩემი აზრით, კონსტიტუცია იკითხება ერთობლიობაში და არა ერთი პუნქტი ცალკე ამოგლეჯილი. ქართულ ოცნებას უბრალოდ უნდოდა, რომ სალომე ზურაბიშვილი გადმოეგდო ოპოზიციის მხარეს და გამიჯვნოდა მას მაქსიმალურად, რითაც ეს შეიძლებოდა. ამიტომ გაემიჯნა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით და ახლა უნდა ქართველი ხალხი დაარწმუნონ იმაში, რომ ქალბატონი სალომე სხვა არის, ქართული ოცნება სხვა არის და თუ არ მოგწონთ ქართული ოცნება, ხმა მიეცით ქალბატონ სალომეს, რითაც ხმები ისევ დაბრუნდება ქართული ოცნების ყულაბაში.

გამოეხმაურა დეპუტატი, პარტია გირჩის წევრი, იაგო ხვიჩია, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საქმეს, საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში.

კომენტარები