სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი

სამადაშვილი: ყველა მოსამართლე, ვინც კონსტიტუციის დარღვევას დაადგენს, თავადვეა დამრღვევი

მე არ ვიცი, რა სქემას ამუშავებს ხელისუფლება, შეიძლება, მათ ურჩევნიათ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს დონეზე დასრულდეს ეს საკითხი თუ არ ყოფნით ხმები პარლამენტში და ვერ შეაგროვეს ხმები იმპიჩმენტის წარმატებით დასასრულებლად.

ყველა მოსამართლე, ვინც შეასრულებს დავალებას და კონსტიტუციის დარღვევას დაადგენს, თავად იქნება კონსტიტუციის დამრღვევი, იმიტომ, რომ პირდაპირ შეუშლის ხელს ამ ქვეყნისთვის ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესს.

გამოეხმაურა პარტია ლელოს წევრი სალომე სამადაშვილი, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმეს, რომლის შესახებაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება დღეს, 16 ოქტომბერს გახდება ცნობილი.

კომენტარები